ციკლი (loops) - ჩვენ შეგვიძლია კოდი გავიმეოროთ ბევრჯერ სხვადასხვა ხაზებზე, მაგრამ ასე საქმეს გავირთულებთ და ჯობია ერთხელ დავწეროთ კოდი და გამოვიყენოთ ციკლი, მივუთითოთ თავად კოდის გამეორება იმდენჯერ, რამდენიც გვსურს, არსებობს სხვადასხვა სახის ციკლები, განვიხილოთ 2 მათგანი. 1. while loop - სანამ პირობა ჭეშმარიტია, მეორდება კოდი. $რიცხვი = 10; //შევქმენით ცვლადი და მივანიჭეთ მნიშვნელობა რიცხვი 10 while ($რიცხვი < 15) { //სანამ ამ ცვლადის მნიშვნელობა ნაკლებია 15-ზე, შესრულდეს კოდი echo "$რიცხვი", "<br>"; //დაბეჭდე ამ ცვლადის მნიშვნელობა $რიცხვი++; } /* აუცილებელია ყოველი შესრულების შემდეგ 1-ით (++) მოვუმატოთ მნიშვნელობას, რომ არ ჩაიციკლოს კოდმა, წინააღმდეგ შემთხვევაში 10 ყოველთვის ნაკლები იქნება 15-ზე და არ შეწყვეტს კოდი შესრულებას */ // დაბეჭდავს 10, 11, 12, 13, 14 - ს 2. for loop - როცა თავად გვსურს განვსაზღვროთ რამდენჯერ გვინდა გაეშვას კოდი for ($x = 0; $x < 5; $x++) { echo "$x", "<br>"; } /* შევქმენით ცვლადი და მივანიჭეთ მნიშვნელობა 0, მივეცით პირობა რომ შესრულდეს კოდი სანამ ამ ცვლადის მნიშვნელობა ნაკლები იქნება 5-ზე, და არ უნდა დაგვავიწყდეს ყოველი ერთი შესრულების მერე მნიშვნელობის თითოჯერ გაზრდა ++-ით, რომ არ ჩაიციკლოს */ // დაბეჭდავს 0, 1, 2, 3, 4 - ს
by Luka Khitaridze
2 years ago
PHP
PHP LOOPS
WHILE
FOR
-1
Pro tip: use ```triple backticks around text``` to write in code fences